ფეხბურთი

11:49 | 8.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ატალანტა“ ესპანეთის ოლიმპიური ნაკრებიდან 20 მილიონ ევროდ გაიფორმებს ფეხბურთელს

„ალმერიასა“ და ესპანეთის ოლიმპიური ნაკრების მარჯვენა მცველი მარკ პუბილი 20 მილიონ ევროდ „ატალანტაში“ გადავა - წერს ჟურნალისტი და ინსაიდერი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი).

წყაროს ცნობით, გარიგება დასრულებულია, იტალიური კლუბი მცველს 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ფინალის შემდეგ პარიზში, სადაც ესპანეთი საფრანგეთს შეხვდება, სამედიცინო შემოწმებას ელოდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სატრანსფერო თანხის გარდა, ხელშეკრულება მოიცავს სხვადასხვა ბონუსებს.

გასულ სეზონში 21 წლის პუბილმა საკლუბო და ეროვნული ნაკრების ყველა შეჯიბრში 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა, როლებშიც ორი ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112018