მადრიდის „რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „ჩელსისთან" ამხანაგური მატჩის შემდეგ, რომელიც მადრიდელებმა 2:1 მოიგეს, „სამეფო კლუბის“ ნახევარმცველის, ლუკა მოდრიჩის ახალ როლზე ისაუბრა.
„ეს შეიძლება იყოს მისი ახალი როლი. დღეს ის საყრდენი ნახევარმცვრლი იყო. ლუკას ასევე შუძლია იყოს მარცხნივ, როგორც ტონი კროოსი. ის ძალიან კარგად გრძნობს ბურთს და ეხმარება გუნდს. ლუკა კარგად უმკლავდება ასაკს და დიდი გამოცდილება აქვს. ის ფანტასტიკური მოთამაშეა“, - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Relevo.
38 წლის მოდრიჩი „რეალში“ 2012 წლიდან თამაშობს.