ფეხბურთი

23:00 | 7.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"კოპენჰაგენში" გიორგი გოჩოლეიშვილის დებიუტი შედგა

დანიურ „კოპენჰაგენში“ გიორგი გოჩოლეიშვილის დებიუტი შედგა. კონფერენს ლიგაზე ჩეხურ „ოსტრავასთან“ შეხვედრაში ქართველი მცველი მოედანზე მე-10 წუთზე შევიდა.

თამაშის დასაწყისში მექსიკელმა მარჯვენა მცველმა როდრიგო უესკასმა ტრავმა მიიღო და გიორგიმ ის შეცვალა და პირველად ითამაშა დანიურ გუნდში.

„კოპენჰაგენმა“ დაძაბულ ბრძოლაში მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით 1:0 მოიგო. საპასუხო მატჩი ერთ კვირაში ჩეხეთში გაიმართება.

„კოპენჰაგენი“ დანიის სუპერლიგაში სამი ტურის შემდეგ 7 ქულით მეოთხე ადგილზეა, უახლოეს შეხვედრას კი, 11 აგვისტოს, „სონდერისკესთან“ სტუმრად გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.12523