მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ლონდონის „ჩელსისთან“ ამხანაგური მატჩის (2:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, პრესეზონზე შედეგი მნიშვნელოვანი არაა.
„შედეგი არც ისე მნიშვნელოვანია, ეს მოსამზადებელი მატჩებია და 8 ფეხბურთელი გვაკლია. ვმუშაობთ, ფეხბურთელები გუნდს ეტაპობრივად უბრუნდებიან. მიზანია, რომ მათ სათამაშო წუთები მიიღონ და კარგ ფორმაში შევიდნენ. გარწმუნებთ, რომ ევროპის სუპერთასისთვის იმ შემადგენლობით ვიბრძოლებთ, რაც ჩვენს განკარგულებაშია. სეზონში შეგვიძლია 7 ტიტულისთვის ვიბრძოლოთ, კალენდარი ძალიან მოთხოვნადია, მაგრამ გვაქვს ხარისხი, რომ ყველა ტურნირში ვიბრძოლოთ, კლუბის სახელი ამას გვეუბნება“, - თქვა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, რომ „რეალი“ ახალ სეზონს 14 აგვისტოს, ევროპის სუპერთასზე ბერგამოს „ატალანტასთან“ მატჩით გახსნის.