ფეხბურთი

1:07 | 7.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: "ლილმა" "ფენერბაჰჩეს" აჯობა, "ლუდოგორეცმა" აზერბაიჯანის ჩემპიონი დაამარცხა

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყო, სადაც პირველი შეხვედრები გაიმართა, თუმცა ყველა - არა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა წყვილს ინტრიგა შენარჩუნებული აქვს. ყველაზე დიდი სხვაობით დანიურმა „მიდტიულანდმა“ მოიგო, რომელმაც 2:0 აჯობა „ფერენცვაროშს“, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ უნგრეთის ჩემპიონი შინ უშანსოდ იქნება.

კარგ სიტუაციაშია „ლუდოგორეციც“, რომელმაც გასვლაზე აზერბაიჯანის „ყარაბაღი“ დაამარცხა 2:1 და საპასუხო მატჩის წინ უპირატესობა აქვს. ასევე 2:1 მოიგეს „ლილმა“ და „ზალცბურგმა“, ოღონდ თავიანთ კედლებში: ფრანგებმა „ფენერბაჰჩეს“ აჯობეს, ავსტრიელებმა - „ტვენტეს“,

სამი მატჩი ფრედ დასრულდა: კიევის „დინამომ“ და „რეინჯერსმა“, ისევე როგორც „სპარტამ“ და „სტიაუამ“ ერთმანეთს თითო გოლი გაუტანეს, ხოლო „მალმიო“ – „პაოკის“ დაპირისპირება 2:2 მორჩა.

მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიზე სამი მატჩი 7 აგვისტოს გაიმართება, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო „სლოვანის“ და „აპოელის“ შეხვედრაა, სადაც გურამ კაშია და ლაშა დვალი თამაშობენ.

0.146542