„პარი სენ-ჟერმენმა“ ლისაბონის „ბენფიკადან“ ნიჭიერი პორტუგალიელი შემტევი ჟოაო ნევეში დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
„ბენფიკამ“ 60 მილიონი ევრო მიიღო, რასაც 10 მილიონის ბონუსიც დაემატება. გარდა ამისა, პსჟ-დან ლისაბონურ გუნდში გადავიდა რენატუ სანჩესი. მხარეებს შორის 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
19 წლის ჟოაო ნევეში „ბენფიკას“ აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდში 75 მატჩში 4 გოლი გაიტანა. პორტუგალიის ნაკრებში მას 9 შეხვედრა აქვს ჩატარებული.