„ბარსელონას“ გარემარბმა ლამინ იამალმა სოციალურ ქსელში ფოტო გააზიარა კრიშტიანუ რონალდუ უმცროსთან, რომელიც ცნობილი პორტუგალიელი ფეხბურთელის უფროსი შვილია და „ალ-ნასრის“ 13-წლამდელთა გუნდში თამაშობს.
ესპანელი თავდამსხმელი ამჟამად შვებულებაშია, რომელსაც პორტუგალიის სამხრეთით, ალგარვეში ატარებს.
გასულ სეზონში 17 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 50 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც შვიდი ბურთი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.