„რომამ“ „ჟირონადან“ უკრაინელი თავდამსხმელი არტიომ დოვბიკი დაიმატა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
რომაელებმა ესპანურ კლუბს 30.5 მილიონი ევრო გადაუხადეს, რასაც ბონუსის სახით 5.5 მილიონი დაემატება. დოვბიკმა იტალიურ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
არტიომ დოვბიკმა „ჟირონაში“ მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა, მაგრამ შესანიშნავად ითამაშა და 24 გოლით ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მანამდე ის „დნიპრო 1“-ის, „სონდერისკეს“ და „მიდტიულანდის“ ღირსებას იცავდა. დოვბიკს უკრაინის ნაკრებში 31 შეხვედრაში 10 გოლი აქვს გატანილი.