ფეხბურთი

18:24 | 2.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფედელე: "თუ კვარაცხელია აზარს ჰგავს, მაშინ მე მარადონა ვარ"

ფაბიო კანავაროს ყოფილმა აგენტმა და „პარმას“ სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

მას ჰკითხეს, შეუძლია თუ არა, კვარაცხელია „ნაპოლისთვის“ ისეთი ფიგურა იყოს და ისე ითამაშოს, როგორც ედენ აზარი „ჩელსიში“ თამაშობდა ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით.

„კვარაცხელია იმ როლში, რაც აზარს ჰქონდა კონტეს „ჩელსიში“? თუ კვარა აზარს ჰგავს, მაშინ მე მარადონა ვარ. აზარი პირველად 2008 წელს ვნახე: ის კაკა იყო, ამ ტიპის მოთამაშე. კვარა მეორე თავდამსხმელია. კვარა „ნაპოლში“ ორ ფაზაში თამაშობს, ხოლო როდესაც საქართველოს ნაკრებში თამაშობს, უფრო მეტი საგოლე შანსი ექმნება, რადგან თავდამსხმელთან ახლოს თამაშობს.

კონტეს ხელში ის უფრო მოტივირებული იქნება? მისთვის მოტივაცია იქნება ფული, რომელსაც მიიღებს კონტრაქტის განახლებით ან სხვაგან წასვლით“, - თქვა ფედელემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ პრესეზონზე კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს ჟირონასთან“ (3 აგვისტო), ხოლო სეზონს 10 აგვისტოს, იტალიის თასზე, „მოდენასთან“ დაპირისპირებით გახსნის, სერია A-ს პირველ ტურში კი, 18 აგვისტოს, „ვერონას“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112622