ფეხბურთი

0:38 | 2.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"იბერია" კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზეა

თბილისის „იბერია“ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა. ლევან კორღალიძის გუნდმა ალბანურ „პარტიზანთან“ ერთი კვირის წინ მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა.

„იბერიამ“ შინ 2:0 მოიგო, ტირანაში გამართული შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა 0:0.

„იბერიამ“ კარგად მოახერხა უპირატესობა დაცვა, მეტოქეს ბევრი არაფერი შეაქმნევინა და სასურველ შედეგს მიაღწია.

მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „იბერიას“ ძლიერი მეტოქე ჰყავს თურქული „ბაშაკშეჰირის“ სახით. პირველი მატჩი 8 აგვისტოს, თბილისში გაიმართება, ხოლო საპასუხო სტამბოლში - 15 აგვისტოს.

"იბერია" ერთადერთი ქართული გუნდია, რომელიც ევროთასებს შემორჩა.

0.117022