ფეხბურთი

15:49 | 1.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი იორო ფეხის მოტეხილობის გამო სამ თვეს გამოტოვებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალწვეული მცველი ლენი იორო მარცხენა ფეხის მოტეხილობის გამო სამ თვეს გამოტოვებს - წერს Daily Mail.

გამოცემის ცნობით, იოროს სურს დარჩეს კლუბში აშშ-ის ტურნეზე და მანჩესტერში დაბრუნების შემდგომ გაივლის შემოწმებას. შეგახსენებთ, ინგლისურმა კლუბმა 18 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ 18 ივლისს გამოაცხადა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ „წითელმა ეშმაკებმა“ მცველში 60 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადეს.

0.118329