ფეხბურთი

12:50 | 1.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ იუნაიტედმა" ამხანაგურ მატჩში „ბეტისი" დაამარცხა

დღეს, 1 აგვისტოს, მანჩესტერ იუნაიტედმა სან-დიეგოში (აშშ), ამხანაგურ მატჩში "ბეტისი" 3:2 დაამარცხა, თუმცა თავიდან აგებდა.

მანჩესტრელთაგან გოლები ფორვარდებმა მარკუს რაშფორდმა (მე-18 წუთზე პენალტით) და ამად დიალომ (24-ე წთ) ასევე ნახევარმცველმა კაზემირომ (31- წთ) გაიტანეს.

ბეტისელთაგან კი თავი თავდამსხმელმა იკერ ლოსადამ (მე-15 წთ) და მცველმა დიეგო ლიორენტემ (61-ე წთ) გამოიჩინეს.

მომდევნო ამხანაგურ მატჩში „მანჩესტერი“ „ლივერპულს“ (4 აგვისტო), ხოლო „ბეტისი“ „ალ იტიჰადს“ (3 აგვისტო) დაუპირისპირდება.

0.11773