31 ივლისისა და 1 აგვისტოს ღამეს, ამერიკაში, ჩიკაგოში, „სოლჯერ ფილდის“ სტადიონზე, მადრიდის „რეალი“ ამხანაგურ მატჩში შეხვდა „მილანს“ და 0:1 დამარცხდა.
ერთადერთი გოლი ამ თამაშში 55-ე წუთზე „მილანის“ ნიგერიელმა თავდამსხმელმა სამუელ ჩუკვეზემ გაიტანა, საგოლე პასი კი იტალიელმა ფორვარდმა მატია ლიბერალიმ შეასრულა.
მანამდე „მილანმა“ 2024 წლის ივლისში ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა - ავსტრიულ „რაპიდთან“ (1:1) და „მანჩესტერ სიტისთან“ (3:2).
მადრიდის „რეალმა" საკონტროლო თამაში გამართა „ალბასეტთან“ (3:0).
ორივე კლუბის შემდეგი მეტოქე „ბარსელონა“ იქნება, რომელსაც „რეალი“ 4 აგვისტოს ამერიკულ ისტ რეზერფორდში საგამოფენო მატჩში შეხვდება, 7 ივლისს კი „მილანი“ კატალონიელებთან ბალტიმორში ითამაშებს.