ლონდონის „ჩელსიმ“ „ვილიარეალიდან“ მეკარე, ფილიპ იორგენსენი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
იორგენსენის სანაცვლოდ ესპანურმა კლუბმა 25 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო დანიელმა ინგლისელებთან კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა.
ფილიპ იორგენსენს „ვილიარეალში“ 36 მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო დანიის ეროვნულ ნაკრებში 22 წლის მეკარეს ჯერ დებიუტი არ ჰქონია.