ფეხბურთი

13:04 | 31.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი არაბიძე: "ჩემთვის ეს ძალიან დიდი მოტივაციაა"

გიორგი არაბიძემ „ულსან ჰიუნდაისთან“ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ქართველმა ფეხბურთელმა თქვა, დიდი მოტივაცია აქვს, რომ გუნდს წარმატებებში კარგი თამაშით დაეხმაროს.

„ვიცი, რომ რამდენიმე ქართველმა ითამაშა და თამაშობს K ლიგაში. ვიცი, რომ გასულ სეზონში აქ ვაკო თამაშობდა და კარგი თამაშის, გულშემატკივრებისგან კი დიდი სიყვარული დაიმსახურა. ეს ყველაფერი ჩემთვის უფრო დიდი მოტივაციაა. მნიშვნელოვანია, რომ ვაჩვენო ის, რაც შემიძლია. მიზანია, რომ ადაპტაცია გავიარო და გუნდის გამარჯვებებში წვლილი კარგი თამაშით შევიტანო“, - აღნიშნა გიორგიმ.

შეგახსენებთ, რომ „ულსან ჰიუნდაი“ სამხრეთ კორეის მოქმედი ჩემპიონია და აზიაში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია, რომლის რიგებში ცოტა ხნის წინ ვაკო ყაზაიშვილი თამაშობდა (132 მატჩი, 35 გოლი).

0.137105