მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი კილიან მბაპე „კაენის“ მფლობელი გახდება. L’Equipe-ს ინფორმაციით, 25 წლის მბაპემ კომპანია Oaktree-სთან მიაღწია შეთანხმება ფრანგული კლუბის საკონტროლო პაკეტის უმრავლესობის შეძენაზე.
გავრცელებული ინფორმაციით, მბაპე ერთ-ერთი უძველესი ფრანგული კლუბის მეპატრონე სულ რაღაც 20 მილიონ ევროდ გახდება. გარიგება ოფიციალურად უახლოეს ხანში უნდა დაიხუროს.
„კაენი“ 1913 წელს დაარსდა და ამჟამად ლიგა 2-ში თამაშობს, თუმცა, ლიგა 1-შიც არაერთი სეზონი აქვს გატარებული.