ფეხბურთი

0:55 | 31.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

უგოლოდ და უიმედოდ: "დინამო ბათუმმა" "დეჩიჩის" ბარიერი ვერ გადალახა

საქართველოს ჩემპიონი „დინამო ბათუმი“ ევროტურნირებს გამოეთიშა. ანდრეი დემჩენკოს გუნდმა კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოახერხა და, ტუზის „დეჩიჩის“ ბარიერი ვერ დაძლია.

ბათუმში მონტენეგროელებმა 2:0 მოიგეს და იმთავითვე დიდი უპირატესობა მოიპოვეს. მონტენეგროში კი არაფერი შეცვლილა: უგოლო, უიმედო, უსიცოცხლო, უშანსო ნულოვანი ფრე.

„დინამო ბათუმს“ ყველაზე კარგი შანსი 84-ე წუთზე ჰქონდა, როცა ლევან ხარაბაძის დარტყმის შემდეგ „დეჩიჩი“ ძელმა გადაარჩინა. ეს მეტისმეტად ცოტაა იმ გუნდისთვის, რომელსაც მინიმუმ ორი გოლი ჰქონდა გასატანი.

ამრიგად, „დინამო ბათუმის“ ევროვოიაჟი წელს ასეთი იყო: „ლუდოგორეცთან“ 1:3 და 1:0, „დეჩიჩთან“ 0:2 და 0:0.

ძალიან სუსტ მეტოქესთან ორ მატჩში გუნდმა გოლი ვერ გაიტანა, რაც ნამდვილად კატასტროფული შედეგია. ტუზის „დეჩიჩმა“, რომელმაც მანამდე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სამოყვარულო უელსურ კლუბთან ორი მატჩის ჯამში 1:4 წააგო, „დინამო ბათუმს“ აჯობა და კონფერენს ლიგის მესამე ეტაპზე ითამაშებს...

0.118974