ფეხბურთი

0:40 | 31.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის რამდენიმე მონაწილე გაირკვა
გურამ კაშია და ლაშა დვალი მესამე ეტაპზე ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშებენ

ჩემპიონთა ლიგაზე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩები გაიმართა. მომდევნო ეტაპზე გავიდა ბრატისლავის „სლოვანი“.

ვლადიმირ ვაისის გუნდმა შინ სლოვენიის ჩემპიონი „ცელიე“ 5:0 გაანადგურა, ორი მატჩის ჯამში 6:1 მოიგო და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. გურამ კაშიამ მოედანზე 90 წუთი გაატარა. „სლოვანი“ მომდევნო ეტაპზე „აპოელს“ შეხვდება, სადაც ლაშა დვალი თამაშობს.

კვიპროსის ჩემპიონმა „აპოელმა“ მოლდოვის ჩემპიონ „პეტროკუბთან“ შინ მოპოვებული უპირატესობა (1:0), სტუმრად შეინარჩუნა - ფრე 1:1. შედეგად, კვიპროსელებმა ორი მატჩის ჯამში 2:1 მოიგეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ. ლაშა დვალმა ტრავმა მოირჩინა და შეუცვლელად ითამაშა. როგორც ვთქვით, „აპოელი“ „სლოვანს“ შეხვდება.

სტამბოლის „ფენერბაჰჩემ“ შვეიცარიულ „ლუგანოს“ მეორე შეხვედრაც მოუგო, ამჯერად 2:1 და ჟოზე მოურინიოს გუნდმა ეს ბარიერი დაძლია, ხოლო მესამე წრეში ფრანგული „ლილის“ წინააღმდეგ ითამაშებს.

უნგრულმა „ფერენცვაროშმა“ ორი მატჩის ჯამში 7:1 აჯობა უელსურ ტნს-ს. უნგრელებმა სტუმრად დღეს 2:1 მოიგეს. უნგრელების მომდევნო მეტოქე დიდი ალბათობით, დანიური „მიდტიულანდი“ იქნება.

აზერბაიჯანულ „ყარაბაღსაც“ არ გასჭირვებია წარმატების მიღწევა, რადგან გიბრალტარის „ლინკოლნი“ 5:0 გაანადგურა და აზერბაიჯანის ჩემპიონი მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზეა, კონფერენს ლიგის ჯგუფში თამაში კი, უარეს შემთხვევაში უკვე გაინაღდა. „ყარაბაღი“ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ლუდოგორეცს“ ან მინსკის „დინამოს“ ეთამაშება.

მესამე ეტაპზე გავიდა პრაღის „სპარტაც“, რომელმაც „შემროკ როვერსს“ ჯერ სტუმრად აჯობა 2:0 და ახლა საკუთარ მოედანზე 4:2. ჩეხები „სტიაუას“ და თელ ავივის „მაკაბის“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

0.123168