ფეხბურთი

23:47 | 30.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძის ეფექტური გოლი ამხანაგურ მატჩში (VIDEO)

ინგლისურმა „უოტფორდმა“ ამხანაგურ მატჩში „უიკომბთან“ მარცხი განიცადა (2:3), ხოლო გიორგი ჩაკვეტაძემ გოლი გაიტანა.

ქართველმა პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ და მოედანზე 70 წუთი გაატარა. სწორედ მან გახსნა ანგარიში მე-13 წუთზე, როცა რამდენიმე მცველს გაუმკლავდა და ძალიან კარგად დაარტყა.

შემდეგ ტომ ქლევერლის გუნდმა შემდეგ 3 გოლი გაუშვა და ბოლოს მოხერხდა სხვაობის შემცირება - 2:3.

„უოტფორდი“ 3 აგვისტოს, „ბრენტფორდის“ წინააღმდეგ კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს, ხოლო 10 აგვისტოს, ჩემპიონშიფის პირველ ტურში „მილუოლს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

0.118753