ვიქტორ ოსიმენის აგენტმა რობერტო კალენდამ განაცხადა, რომ მედია ნიგერიელის შესახებ ყალბ ინფორმაციებს ავრცელებს.
კალენდა ასე გამოეხმაურა იმ ცნობებს, რომლის მიხედვით, ოსიმენი შეიძლება რომელუ ლუკაკუს ტრანსფერში ჩართონ და „ჩელსიში“ გადავიდეს.
როგორც კალენდამ სოციალურ ქსელში დაწერა, ეს არის უსაფუძვლო, წარმოსახვითი ინფორმაცია და ოსიმენის მიმართ მეტი პატივისცემა მოითხოვა: „პატივი ეცით მას, ვინც „ნაპოლის“ მესამე სკუდეტოს საუკეთესო ბომბარდირია, შეწყვიტეთ ყალბი ინფორმაციების გავრცელება“.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენს „ნაპოლის“ დატოვება სურს, თუმცა, ჯერჯერობით, ნიგერიელის ტრანსფერზე იტალიურ გუნდთან შეთანხმება მიღწეული არ არის.