„დინამო თბილისმა“ ავსტრიელი მარჯვენა ნახევარმცველი, დომინიკ რაიტერი დაიმატა. ფეხბურთელთან კონტრაქტი 2025 წლის ბოლომდე გაფორმდა.
რაიტერი აქამდე სამშობლოში თამაშობდა, სადაც „ლასკის“ და „ალტახის“ ღირსებას იცავდა. მას ავსტრიის ბუნდესლიგაში თამაშის საკმაო გამოცდილება გააჩნია.
დომინიკ რაიტერიი 26 წლისაა.