ფეხბურთი

21:17 | 29.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ლონდონის "არსენალმა" რიკარდო კალაფიორი დაიმატა

ლონდონის „არსენალმა“ ნიჭიერი იტალიელი მცველი რიკარდო კალაფიორი დაიმატა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ინგლისელებმა 22 წლის ფეხბურთელში 50 მილიონი ევრო გადაიხადეს, რომელიც სამ კლუბს ერგო: 27 მილიონი „ბოლონიამ“ მიიღო, სადაც რიკარდომ გასულ სეზონში ითამაშა, 13.2 მილიონი ევრო „ბაზელს“, სადაც ის 2022-2023 წლების სეზონში თამაშობდა, ხოლო 9 მილიონზე ოდნავ მეტი მიიღო „რომამ“, სადაც კალაფიორის კარიერა დაიწყო.

იტალიელი ფეხბურთელის შეძენა „იუვენტუსს“ სურდა, რიკარდოსთან პირადი შეთანხმებაც მიღწეული იყო, მაგრამ „ბოლონიამ“ ტურინულ გრანდში მის გაყიდვაზე უარი თქვა და ინგლისში გაასხვისა.

რიკარდო კალაფიორის დაცვის ცენტრში და მარცხენა ფლანგზე შეუძლია თამაში. გასულ სეზონში მან 33 მატჩში 2 გოლი გაიტანა, იტალიის ნაკრებში კი 5 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112388