ფეხბურთი

19:35 | 28.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"კრემონეზეს" მწვრთნელი: "ლოჩოშვილთან მომდევნო კვირაში ვიმუშავებთ"

„კრემონეზემ“ ამხანაგურ მატჩში „ტორინო“ 2:1 დაამარცხა. ტურინელთა რიგებში მეორე ტაიმში საბა საზონოვმა ითამაშა, ხოლო კრემონელთა შორის არ გამოჩენილა ლუკა ლოჩოშვილი.

როგორც „კრემონეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა ჯოვანი სტროპამ აღნიშნა, ლუკა ჯერ ბოლომდე მზად არ არის.

„რა იყო დე ლუკას და ლოჩოშვილის არყოფნის მიზეზი? დე ლუკა მომზადების ფაზაშია, ვმუშაობთ იმისთვის, რომ გუნდში მაქსიმალურად იყოს ინტეგრირებული. იგივე ეხება ლოჩოშვილს, რომელმაც გუშინ ვარჯიშზე დარტყმა მიიღო და მასთან კვირის განმავლობაში ვიმუშავებთ“, - თქვა სტროპამ.

აქვე გეტყვით, რომ „კრემონეზე“ ორ ამხანაგურ მატჩს კიდევ ჩაატარებს „ტრენტოს“ და „ლუმეცანეს“ წინააღმდეგ, ხოლო სეზონს 10 აგვისტოს, იტალიის თასზე „ბარისთან“ მატჩით დაიწყებს, ხოლო სერია B-ს პირველ ტურში 18 აგვისტოს, „კოზენცას“ ესტუმრება.

0.123917