„ფროზინონეს“ ნახევარმცველი მარკო ბრეშანინი დიდი ალბათობით, კარიერას „ნაპოლიში“ გააგრძელებს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.
კლუბები შეთანხმდნენ ტრანსფერის ფასზე, რაც 10 მილიონ ევროს შეადგენს, რასაც 2 მილიონი ევრო ბონუსად დაემატება. თუმცა, მანამდე აუცილებელია, რომ ნეაპოლელებმა ნახევარდაცვაში ადგილი გაათავისუფლონ და რომელიმე ფეხბურთელი გაყიდონ. ტრანსფერის 50% „მილანს“ ერგება, სადაც ბრეშანინის კარიერა დაიწყო.
მარკო ბრეშანინიმ გასულ სეზონში „ფროზინონეს“ რიგებში ჩატარებულ 40 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.