„ბარსელონას“ სპორტული დირექტორი დეკუ „ლაიპციგისა“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველის დანიელ ოლმოს აგენტებს შეხვდა - წერს Jijantes FC სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი).
წყაროს ცნობით, მოლაპარაკებები ორსაათნახევარი გაგრძელდა. დეკუმ და მოთამაშის აგენტებმა ფეხბურთელის ტრანსფერის შესაძლებლობა და პოტენციური კონტრაქტის პირობები განიხილეს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დეკუმ მესიჯი გაუგზავნა ფეხბურთელის გარემოცვას ექვსწლიანი კონტრაქტის შეთავაზებით. გავრცელებული ინფორმაციით, „ბარსელონა“ მზადაა, ფეხბურთელისთვის „ლაიპციგს“ 60 მილიონი ევრო გადაუხადოს.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ოლმომ კლუბისა და ეროვნული ნაკრების ყველა ტურნირში 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 13 ბურთი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი შრომითი ხელშეკრულება კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.