ფეხბურთი

0:09 | 25.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ფროზინონეს" მწვრთნელი: "კვერნაძით ძალიან კმაყოფილი ვარ"

„ფროზინონეს“ მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო ვივარინიმ „ბარისთან“ ამხანაგური მატჩის (3:4) შემდეგ ისაუბრა და მან კომენტარი გიორგი კვერნაძის შესახებაც გააკეთა.

როგორც ვივარინიმ აღნიშნა, ძალიან კმაყოფილია გიორგის და ფარეს გეიდიემისის თამაშით.

„ძალიან კმაყოფილი ვარ, მაგრამ არა მხოლოდ მათით. დღეს ძირითადში ითამაშა ჩიკელმა და ძალიან თავდაჯერებული იყო. ჩიტადინიც უკეთ გავიცანოთ. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს, გუნდის სრულად დაკომპლექტებას თუ მოვახერხებთ, სასიამოვნო სეზონი გვექნება“, - თქვა ვივარინიმ.

კვერნაძემ „ბარის“ წინააღმდეგ გოლი გაიტანა, მანამდე ქართველმა ბერძნულ „ვოლოსთან“ საგოლე პასიც მიითვალა. მოგეხსენებათ, „ფროზინონემ“ გიორგი კვერნაძე გამოისყიდა და ალბათ, სერია B-ში მეტი სათამაშო დრო მიეცემა.

„ფროზინონე“ კიდევ ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს „პოტენცას“ და „ლაციოს“ წინააღმდეგ, ხოლო 12 აგვისტოს, იტალიის თასზე „პიზას“ შეხვდება, სერია B-ს პირველ ტურში კი, 18 აგვისტოს, „სამპდორიას“ შინ დაუპირისპირდება.

0.114097