ფეხბურთი

18:18 | 24.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

მიშელ პლატინი: "ფეხბურთი ოლიმპიური სახეობა არ არის"

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა მიშელ პლატინიმ პარიზის ოლიმპიადაზე გააკეთა კომენტარი. თუმცა, როგორც მან თქვა, საფეხბურთო ტურნირი არ აინტერესებს, რადგან ფეხბურთი ოლიმპიური სახეობა არ არის:

„მოუთმენლად ველოდები ოლიმპიურ თამაშებს. ეს სპორტის სიხარულია, როდესაც საზოგადოება იკრიბება სპორტსმენების გარშემო. თუმცა, ფეხბურთის მატჩების ყურება არ მაინტერესებს, ფეხბურთი არ არის ოლიმპიური სპორტი.

ფეხბურთი ოლიმპიადაზე მხოლოდ სტადიონების შესავსებადაა, ყველაზე მეტ მაყურებელს იზიდავს, მაგრამ სულ ესაა. ფიფას არასდროს სურდა იქ საუკეთესო ნაკრებების გამოსვლა, მხოლოდ B, C, D გუნდები თამაშობენ, ეს არ არის საინტერესო“, - თქვა პლატინიმ.

შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიადა ოფიციალურად 26 ივლისს გაიხსნება, მაგრამ საფეხბურთო ტურნირი დღეს დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112252