საქართველოს ნაკრების და „აპოელის“ მცველი ლაშა დვალი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისთვის მოლდოვის ჩემპიონ „პეტროკუბთან“ მზად იქნება.
ლაშამ პირველი შეხვედრა გამოტოვა, რომელიც მისმა გუნდმა შინ 1:0 მოიგო. მატჩის შემდეგ „აპოელის“ მთავარმა მწვრთნელმა დავიდ გალეგომ დაადასტურა, რომ ქართველი მომდევნო შეხვედრაში ითამაშებს: „ლაშა მეორე მატჩისთვის მზად იქნება“, - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ ლაშა დვალმა მცირე ტრავმა ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო და „პეტროკუბის“ წინააღმდეგ პირველ შეხვედრაში მოედანზე ვერ გავიდა.