ფეხბურთი

19:00 | 23.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

Tuttosport: საზონოვისთვის ზედმეტი პასუხისმგებლობის დაკისრება გადაწვის საფრთხეს ქმნის

„ტორინოს“ „სასუოლოს“ ხორვატი მცველის მარტინ ერლიჩის დამატება სურს. როგორც ცნობილი გამოცემა Tuttosport-ი იტყობინება, კლუბს გამოცდილი მცველი სჭირდება, რადგან საბა საზონოვი ჯერ არ არის მზად მუდმივად ძირითად შემადგენლობაში სათამაშოდ.

„შემადგენლობაში არის საბა საზონოვი, მაგრამ გუნდში თამაშის მხოლოდ მეორე წელს მასზე ზედმეტი პასუხისმგებლობის მიცემა მისი გადაწვის საფრთხეს შექმნის. ასე რომ, ერლიჩი ზუსტად ისეთი ტიპის ფეხბურთელია, როგორიც ვანოლის სურს, თუ პერ სხუურსზე ბოლომდე დაყრდნობა შეუძლებელი იქნება“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვმა გასულ სეზონში სერია A-ში 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ 90 წუთი მოედანზე არც ერთხელ გაუტარებია.

„ტორინო“ მიმდინარე ზაფხულს ოთხმა ცენტრალურმა მცველმა, ალესანდრო ბონჯორნომ, კოფი ჯიჯიმ, რიკარდო როდრიგესმა და მატეო ლოვატომ დატოვეს, სანაცვლოდ კი, ჯერ მხოლოდ საულ კოკო შეიძინეს.

0.126395