მარსელის „ოლიმპიკმა“ დანიის ნაკრების ნახევარმცველი პიერ-ემილ ჰოიბერგი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ჰოიბერგი 2020 წლიდან „ტოტენჰემში“ თამაშობდა, სადაც 184 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა. მანამდე დანიელი „ბაიერნის“, „აუგსბურგის“, „შალკეს“ და „საუთჰემპტონის“ ღირსებას იცავდა.