ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ნაპოლის“ შორის ვიქტორ ოსიმენზე მოლაპარაკებები შეფერხებულია და წინ არ მიიწევს.
პსჟ-მ უარი თქვა გარიგებაში კან-ინ ლის ჩართვაზე, რომელიც „ნაპოლიში“ მოსწონთ და პარიზელები არ აპირებენ გამოსასყიდი პუნქტის გააქტიურებას, რაც იტალიელების სურვილია.
ამ ეტაპზე არსებული პირობებით ტრანსფერი არ შედგება. რომანო იმასაც წერს, რომ პსჟ-ში კმაყოფილი არიან რანდალ კოლო მუანით და გაბრიელ რამოშით.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს რომელუ ლუკაკუს დამატება სურს და ამიტომაც, იტალიელები ცდილობენ ოსიმენი გაყიდონ.