„ალ-ჰილალის“ და სენეგალის ნაკრების ფეხბურთელმა კალიდუ კულიბალიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
„ნაპოლის“ ყოფილმა მცველმა Corriere Dello Sport-თან ინტერვიუში გააკეთა ქართველ ფეხბურთელზე კომენტარი:
„მას დიდებული ევროპის ჩემპიონატი ჰქონდა, ისეთივე შესანიშნავი, როგორიც თვითონაა. იმედი მაქვს, რომ შეკრებაზე მოტივირებული დაბრუნდება, ისეთივე ჯადოქარი უნდა დაბრუნდეს, როგორიც ორი წლის წინ იყო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა სენეგალელმა.
შეგახსენებთ, რომ კალიდუ კულიბალი "ნაპოლიში" 2014-2022 წლებში თამაშობდა. ის „ნაპოლიდან“ იმ სატრანსფერო პერიოდში წავიდა, როცა კვარაცხელია „აძურის“ შეუერთდა.