MLS-ს მორიგ ტურში „ატლანტა იუნაიტედმა“ „კოლამბუსი“ 2:1 დაამარცხა, საბა ლობჟანიძემ კი ორი საგოლე პასი მიითვალა.
მე-60 და 77-ე წუთებზე სწორედ მისი პასებით გამოიჩინა თავი ორჯერ გრეგერსენმა და „ატლანტამ“ მოიგო.
ქართველ ნახევარმცველს მიმდინარე სეზონში 21 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი და 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.
„ატლანტა იუნაიტედი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 28 ქულით მეცხრე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 25 აგვისტოს, „გალაქსისთან“ გამართავს.