„სენტ ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა ოლივიე დალ-ოლიომ განაცხადა, რომ გუნდის მთავარი მიზანი ახალ სეზონში ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნება იქნება და შემადგენლობას კიდევ გააძლიერებენ.
დალ’ოლიომ ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერზეც გააკეთა კომენტარი:
„ლიგა 1-ში გადავედით და ვიცით, რომ უნდა გავძლიერდეთ ყველა რგოლში. თანამედროვე ფეხბურთი ვითარდება. მიზანია ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნება, ნელ-ნელა პროგრესის მიღწევა. ამისთვის საჭიროა გარკვეული დონის ფეხბურთელები, გვინდოდა გუნდი ტექნიკური თვალსაზრისით გაგვეუმჯობესებინა, ისეთი ფეხბურთელებით, როგორიც ზურიკოა, რომელიც ლიგა 2-ში თამაშობდა, მაგრამ საერთაშორისო კლასი და გამოცდილება აქვს, საინტერესო ფეხბურთელებს ვეძებთ. მსგავსი ტიპის ფეხბურთელებს კიდევ დავიმატებთ, ფეხბურთელებს, რომლებსაც აქვთ გარკვეული დონე და რომლებიც შეძლებენ გუნდის დანარჩენი წევრებისთვის გამოცდილების გაზიარებას“, - თქვა დალ’ოლიომ.
შეგახსენებთ, რომ „სენტ ეტიენი“ ლიგა 1-ის პირველ ტურში 18 აგვისტოს, „მონაკოს“ დაუპირისპირდება.