ფეხბურთი

20:44 | 20.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ფეხბურთელი კამბოჯის გუნდში გადავიდა

ქართველი ფეხბურთელი მიხეილ ერგემლიძე კარიერას კამბოჯის ჩემპიონატში გააგრძელებს.

24 წლის თავდამსხმელის ტრანსფერი საფეხბურთო კლუბმა „კირივონგ სოკ სენ ჩეიმ“ ოფიციალურად დაადასტურა.

ერგემლიძე ბოლოს ქედის „ბეთლემში“ თამაშობდა, ხოლო მანამდე აზერბაიჯანში, „კაპაზის“ და „საბაჰის“, თურქეთში „ადანა დემირსპორის“, ასევე საქართველოში, „გაგრას“ და „ჩიხურას“ წევრი იყო.

კარიერა „დინამო თბილისში“ დაიწყო, სადაც 201-2019 წლებში თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115516