ფეხბურთი

14:05 | 20.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლიში" მაისურის ნომერს შეიცვლის

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ მაისურის ნომერს შეიცვლის. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

კვარამ ნეაპოლურ კლუბში ორი სეზონი 77-ნომრიანი მაისურით ჩაატარა, რადგან როცა ის გუნდში მივიდა, 7-ნომრიანი მაისური ელიფ ელმასის განკარგულებაში იყო. თუმცა, ჩრდილომაკედონიელმა „ნაპოლიში“ ზამთარში დატოვა, შესაბამისად, ახლა შვიდიანი თავისუფალია.

როგორც ცნობილი გახდა, ქართველი ახალი სეზონიდან სწორედ 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, რომელიც მისთვის ფავორიტია.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ 25 ივლისს უნდა შეუერთდეს წინასასეზონო შეკრებაზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112328