ფეხბურთი

1:20 | 20.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტეს პასუხი "ნაპოლის" ფანების შეძახილებზე: "თავიდანვე იცოდეთ, რომ ამას არ გავაკეთებ"

„ნაპოლის“ გულშემატკივრებმა ანტონიო კონტეს უმღერეს - „ვინც არ დახტის, „იუვენტუსის“ გულშემატკივარია“.

ტიფოზები იმედოვნებდნენ, რომ კონტეც, რომელსაც „იუვეში“ ფეხბურთელის და მწვრთნელის რანგში 16 წელი აქვს გატარებული, დაიწყებდა ხტუნვას, მაგრამ ანტონიო ასე არ მოიქცია. პირიქით, ფანები შეაჩერა და მათ უთხრა, რომ არ აპირებს ამის გაკეთებას:

„ფეხბურთში, ისევე, როგორც ცხოვრებაში საჭიროა პატივისცემა. თქვენ გულშემატკივრები ხართ და სწორია, რომ გუნდს მხარს უჭერთ, მაგრამ მე ყოველთვის ვიყავი თავაზიანი და პატივმოყვარე ადამიანი, ვარ და მომავალშიც ვიქნები. ნუ მთხოვთ ისეთ რამეს, რასაც არ გავაკეთებ, არა მარტო ერთ გუნდთან მიმართებაში, არამედ ყველა გუნდთან. ჩემი აზრით, მწვრთნელებმა ყველას პოზიტიური მაგალითი უნდა ვუჩვენოთ. ახლა, სცენაზე „ნაპოლის“ პირველ გულშემატკივარს ხედავთ.

რაც შეეხება სეზონისთვის მზადების პროცესს, შეკრება ძალიან კარგად მიდის, ძალიან კმაყოფილი ვარ, ბიჭები უმატებენ და ყველას აქვს მუშაობის დიდი სურვილი“, - თქვა კონტემ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112886