საქართველოს ნაკრების და „ლევანტეს“ ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა ქართველ ოლიმპიელებს წარმატებები უსურვა.
მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს:
„ჩემი არდადეგები დასრულებულია და დღეს ესპანეთში დავბრუნდი. თბილისის აეროპორტში ლეგენდარულ ნინო სალუქვაძეს შევხვდი. მადლობა მას ასეთი უშუალობისთვის, სასიამოვნო იყო მისი პირადად გაცნობა.
მინდა ყველა ქართველ სპორტსმენს ოლიმპიურ თამაშებში წარმატებები ვუსურვო, გაეკეთებინოთ თავიანთი მაქსიმუმი და ესახელებინოთ ჩვენი საქართველო. ყველა მათგანს სამშობლოში ოქროს მედლებით დაბრუნებას ვუსურვებ“.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილს „ლევანტესთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. პარიზის ოლიმპიადა კი 26 ივლისს დაიწყება.