ფეხბურთი

23:06 | 19.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა დვალმა ამხანაგურ მატჩში ტრავმა მიიღო

ნიქოზიის „აპოელის“ მცველმა ლაშა დვალმა ლარნაკას „აეკთან“ ამხანაგურ მატჩში ტრავმა მიიღო.

როგორც კვიპროსული მედია წერს, სამედიცინო შემოწმების შემდეგ უნდა გაირკვეს დიაგნოზი და შეძლებს თუ არა, ქართველი მცველი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, მოლდოვის „პეტროკუბის“ წინააღმდეგ თამაშს. მატჩი სამშაბათსაა დაგეგმილი.

ლაშა დვალმა ევრო 2024-ზე ოთხივე მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, თუმცა, კვიპროსულ გუნდს რამდენიმე დღეა, რაც შეუერთდა და ახალი სეზონისთვის ემზადება,

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113715