ფეხბურთი

21:43 | 19.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგული მედია: "მიქაუტაძის ტრანსფერი "ლიონს" უზარმაზარ პრობლემას უქმნის"
"ლიონმა" ბაზარზე 134 მილიონი ევრო დახარჯა და ვალდებულია, ფინანსები დააბალანსოს

„ლიონი“ მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე ძალიან აქტიურობს. ჯონ ტექსტორის კლუბმა ამ ზაფხულს უკვე 134 მილიონი ევრო დახარჯა ტრანსფერებში.

გიორგი მიქაუტაძის სანაცვლოდ „ლომებმა“ 18.5 მილიონი ევრო გადაიხადეს, მანამდე ორელ მანგალა შეიძინეს 23 მილიონად, ერნესტ ნუამა 28 მილიონად, მუსა ნიახატე 32 მილიონად, საიდ ბენრაჰმა 15 მილიონად. იყო სხვა ტრანსფერებიც.

თუმცა, როგორც Foot01 წერს, ეს აქტიურობა „ლიონისთვის“ შესაძლოა პრობლემების მომტანი აღმოჩნდეს. საქმე ფინანსურ ფეარ-პლეის, რადგან ახლა კლუბი ვალდებულია ბალანსის დასაცავად გაყიდვებზეც იმუშაოს.

ჯერჯერობით, „ლიონმა“ მხოლოდ სკელი ალვეროს გასხვისება მოახერხა, სულ რაღაც 4.75 მილიონ ევროდ, რომელიც „ვერდერში“ გაუშვა. ამგვარად, ფინანსები დაბალანსებული არ არის და კლუბს 100 მილიონი ევროს გაყიდვები მოუწევს. ტექსტორს კლუბი სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე დარჩება ფინანსური პოლიციის ყურადღების ქვეშ. შეიძლება „ლიონი“ რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვოს, მაგალითად, დეიან ლოვრენმა, სინალი დიომანდემ, ამინ სარმა, მაგრამ ეს კლუბს დიდ შემოსავალს ნამდვილად ვერ მოუტანს.

ფრანგული კლუბისთვის ფინანსური ბალანსისთვის პრიორიტეტული იქნება რაიან ჩერკის, მაქს კაკერეს და ჯეკ ობრაიენის გაყიდვა, თუმცა, შეიძლება საკმარისი ესეც არ გამოდგეს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ „ლიონთან“ 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ის კლუბთან ერთად ვარჯიშს 27 ივლისიდან დაიწყებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114663