ფეხბურთი

17:46 | 19.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

კონტეს "შავი სია": "ნაპოლი" რამდენიმე ფეხბურთელს ყიდის

„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს გეგმებში რამდენიმე ფეხბურთელი არ შედის, რომლებსაც მიმდინარე ზაფხულს გუნდის დატოვება მოუწევთ.

ეს ფეხბურთელები არიან: იესპერ ლინდსტრომი, ჯანლუკა გაეტანო, ლეო ოსტიგორი, ჯოვანი სიმეონე, ნათანი, ჟუან ჟუზუში და სირილ ნგონგე. ამ ფეხბურთელთა შესახებ ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს.

ლინდსტრომი მოლაპარაკებებს „ევერტონთან“ აწარმოებს და ახლოსაა ინგლისში გადასვლასთან, ხოლო ოსტიგორმა შესაძლოა კარიერა „რენში“ გააგრძელოს.

დანარჩენი ფეხბურთელების მომავალი ჯერ გაურკვეველია. ამ ეტაპზე ისინი კონტეს სამომავლო გეგმებში არ შედიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112602