ფეხბურთი

13:36 | 19.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი აბურჯანია პორტუგალიაში ბრუნდება

გიორგი აბურჯანია პორტუგალიაში ბრუნდება და კარიერას „ავეშ სადში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა O Jogo იტყობინება.

29 წლის ნახევარმცველი თურქულ „ჰატაისპორთან“ კონტრაქტს გაწყვეტს და პორტუგალიურ კლუბს შეუერთდება. გარიგება პრაქტიკულად დახურულია და უახლოეს დღეებში ინფორმაცია ოფიციალურად უნდა დადასტურდეს.

გიორგიმ გასულ სეზონში თურქეთში 21 მატჩი ჩაატარა. ის პორტუგალიის პრიმეირა ლიგას კარგად იცნობს, სადაც ორი წლის განმავლობაში „ჟილ ვისენტეს“ რიგებში ირჯებოდა.

გიორგი აბურჯანიას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 39 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, თუმცა, ევრო 2024-ზე ის განაცხადში ვერ მოხვდა. საკლუბო კარიერაში მას რუსთავის „მეტალურგში“, „დილაში“, „ლოკომოტივში“, „ანორთოსისში“, „ხიმნასტიკში“, „სევილია II“-ში, „ლუგოში“, „ტვენტეში“, „ოვიედოსა“ და „კარტახენაში“ აქვს ნათამაშები.

0.126483