ფეხბურთი

12:33 | 19.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "ოსიმენის წასვლა? სიტუაცია ნათელია, ვნახოთ, რა მოხდება"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ ვიქტორ ოსიმენის შესაძლო წასვლაზე ინფორმირებული იყო და მისთვის მოულოდნელი არაფერია.

„სიტუაცია ნათელი იყო, ვიცოდი და ყველაფერი ისე მიდის, როგორც დადგენილი იყო. ჩემთვის სიურპრიზი არ არის. დაველოდოთ და ვნახოთ, ყველა სიტუაციას სწორად გავუმკლავდებით, რადგან გვაქვს იდეები“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენს „პარი სენ-ჟერმენს“ უკავშირებენ და დიდი შანსია, რომ ნიგერიელი ფორვარდი პარიზულ კლუბში გადავიდეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113112