ეკვადორული „ბარსელონა დე გუაიკილის“ 20 წლის მეკარე ჯასტინ კორნეხო გარდაიცვალა.
ახალგაზრდა ფეხბურთელი საკუთარი სახლის აბაზანაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოახერხეს.
გავრცელებული ინფორმაციით, კორნეხო აბაზანაში დაეცა, რამაც სავარაუდოდ, ტვინის მძიმე დაზიანება გამოიწვია.