კალათბურთი

0:34 | 18.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

სტივ კარის 24 ქულა აშშ-ს სერბეთის დამარცხებაში დაეხმარა

17 ივლისს, ამხანაგური მატჩი გაიმართა აშშ-სა და სერბეთის ნაკრებებს შორის. შეხვედრა ამერიკელების გამარჯვებით 105:79 (28:28, 31:17, 24:13, 22:21) დასრულდა. მატჩი აბუ დაბიში ჩატარდა.

აშშ-ის ნაკრებში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე მცველი სტივენ კარი გახლათ. შეხვედრის დროს მან 24 ქულა მოაგროვა და ექვსი სამქულიანი ჩააგდო.

მანამდე, 2024 წლის ოლიმპიური თამაშების წინ ამხანაგურ მატჩებში, აშშ-ის ნაკრებმა კანადა და ავსტრალია დაამარცხა. სერბეთმა საფრანგეთს მოუგო და ავსტრალიასთან დამარცხდა.

ამერიკელებს შორის იყვნენ: სტივ კარი, ლებრონ ჯეიმსი, კევინ დურანტი, ჯოელ ემბიიდი, დევინ ბუკერი, ენტონი დევისი, ენტონი ედვარდსი, ტაირის ჰალიბერტონი, ჯეისონ ტეიტუმი, ბემ ადებაიო, ჯრუ ჰოლიდეი და დერიკ უაითი.

სერბებს NBA-ს მოქმედი MVP ნიკოლა იოკიჩი უძღვებოდა.

0.118144