„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ მისი გუნდი მაქსიმალურად მუშაობს კარგი შედეგის მისაღწევად.
„სეზონები ყოველთვის რთულია, თავისით არაფერი მიიღწევა. ყოველი სეზონი განსხვავებულია, სცენარი ერთი და იგივე არასდროსაა. ფილმის სცენარი დაწერილია და პროგნოზირებადია, ფეხბურთის სამყარო ძალიან განსხვავებულია. ფეხბურთში ვინც მეორე ადგილზე გადის, იდიოტად ითვლება, 19 გუნდი იდიოტია, მხოლოდ ერთია კარგი.
კმაყოფილი ვარ გუნდის შეკრებით? ნაადრევად მეჩვენება ახლა ამის თქმა, ჯერ საწყის ეტაპზე ვართ. ჩემი თანამშრომლები მუშაობენ, რომ საქმე მაქსიმალურად კარგად გააკეთონ“, - თქვა დე ლაურენტისმა.