ფეხბურთი

15:59 | 17.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

Il Mattino: "კვარაცხელიას კონტრაქტზე ყველაფერი დუმს, მაგრამ მას "ნაპოლიში" დარჩენა მოუწევს"

ნეაპოლური გაზეთი Il Mattino ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის შესახებ წერს. მიუხედავად იმისა, რომ გავლენიანი გამოცემები წერენ, რომ „ნაპოლი“ ქართველს წელიწადში 5.5 მილიონ ევროს სთავაზობს, ხსენებული გამოცემა სხვაგვარ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმად, შეთავაზება მხოლოდ 3.5 მილიონი ევროა.

„კვარაცხელიას კონტრაქტის განახლების ფრონტზე ყველაფერი დუმს. „ნაპოლის“ სერიოზული პასუხი სჭირდება მამუკა ჯუღელისგან და ქართველი ფეხბურთელის მამისგან. შეთავაზებაა 3.5 მილიონი ევრო, გამოსასყიდი პუნქტით. თუ კვარა კონტრაქტს არ განაახლებს, ის მაინც დარჩება „ნაპოლიში“, ოღონდ ძველი კონტრაქტით. მარტივია თუ არა? კონტესთვის ძალიან მარტივია. კონტეს აზრით, კვარაცხელია მატეო პოლიტანოსა და რომელუ ლუკაკუსთან ერთად უნდა იყოს ძირითადი შემადგენლობის შემტევი სამეული“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ამჟამად შვებულებაშია და „ნაპოლის“ 25 ივლისს უნდა შეუერთდეს. მას კლუბთან კონტრაქტი 2027-წლამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120953