ფეხბურთი

0:48 | 17.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინელი ფეხბურთელები რასისტულ სკანდალში
ენცო ფერნანდესს თანაგუნდელებმა ინსტაგრამზე გამოწერა გაუუქმეს

არგენტინის ნაკრების ფეხბურთელები რასისტულ სკანდალში გაეხვნენ. კოპა ამერიკის მოგების შემდეგ მათ იმღერეს რასისტული სიმღერა, საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ.

სიმღერის ტექსტის ნაწილი ასეთია: „ისინი საფრანგეთის ნაკრებში თამაშობენ, მაგრამ მათი მშობლები ანგოლიდან არიან, მათი დედა ნიგერიელია, მამა კამერუნელი, თუმცა პასპორტი - ფრანგულია“.

აღსანიშნავია, რომ არგენტინელები ამ სიმღერას რომ ასრულებდნენ, „ჩელსის“ ნახევარმცველმა ენცო ფერნანდესმა ინსტაგრამზე ლაივი ჩართო და ყველაფერი ამის მეშვეობით გასაჯაროვდა.

ენცოს სოციალურ ქსელში გამოწერა გაუუქმეს თანაგუნდელებმა, აქსელ დისასიმ, მალო გუსტომ და ვესლი ფოფანამ, რომელმაც სოციალურ ქსელში მომხდარზე კომენტარიც გააკეთა: „ფეხბურთი 2024 წელს, აშკარა რასიზმი“.

აღსანიშნავია, რომ საქმეზე გამოძიებას „ჩელსის“ ხელმძღვანელობაც აპირებს, ხოლო საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ არგენტინელთა საქციელი განცხადებით დაგმო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117802