ფეხბურთი

21:49 | 16.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგი ჟურნალისტი: "სამედიცინო შემოწმებას მიქაუტაძე ოთხშაბათს გაივლის"

L’Equipe-ს ჟურნალისტი უგო ჟუილემე იტყობინება, რომ გიორგი მიქაუტაძე დღეს საღამოს იქნება ლიონში, ხოლო ხვალ სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

„ალბათ, სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის“, - თქვა მან პირდაპირ ეთერში.

მხარეებს შორის შეთანხმება არსებობს: მიქაუტაძე „ლიონთან“ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, ხოლო „მეცი“ 18 მილიონ ევროს მიიღებს.

გიორგი მიქაუტაძემ ფეხბურთის თამაში „ლიონის“ აკადემიაში დაიწყო, მაგრამ პროფესიონალურ დონეზე „მეცის“ აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდში 63 მატჩში 38 გოლი გაიტანა, მათ შორის, გასულ სეზონში ლიგა 1-ში 22 თამაშში თავი 14-ჯერ გამოიჩინა. გიორგის ასევე უთამაშია „აიაქსში“ (9 მატჩი, 0 გოლი) და ბელგიურ „სერენში“, სადაც 57 შეხვედრაში 36 გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრების ღირსებას მიქაუტაძე 2021 წლიდან იცავს და 29 შეხვედრაში 13 გოლი აქვს გატანილი, რითაც ნაკრების ყველა დროის გოლეადორთა შორის უკვე ათეულშია. გიორგიმ ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა ევრო 2024, სადაც ოთხ თამაშში 3 გოლით და 1 საგოლე პასით გამოირჩა და ტურნირის თანაბომბარდირი გახდა.

„ლიონი“ მომდევნო სეზონში ევროპა ლიგაზე ითამაშებს, გუნდის მთავარი მწვრთნელი კი პიერ საჟია. შეტევაში ოლიმპიკელთა ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი ალექსანდრ ლაკაზეტია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10918