ფეხბურთი

11:55 | 16.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხამეს როდრიგესი 2024 წლის კოპა ამერიკის ფინალში კოლუმბიის ნაკრების მარცხს გამოეხმაურა

2024 წლის კოპა ამერიკის ფინალური მატჩი არგენტინისა და კოლუმბიის ნაკრებებს შორის არგენტინელებმა დამატებით დროში თავდამსხმელ ლაუტარო მარტინესის გოლის წყალობით 1:0 მოიგეს და ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშის პრიზი კოლუმბიის ნაკრების 33 წლის შემტევ ნახევარმცველს ხამეს როდრიგესს გადაეცა.

მოგვიანებით, ფეხბურთელმა თავისი გუნდის ტურნირის შედეგებზე ისაუბრა. „ეს ძალიან მტკივნეულია. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ, ვამაყობ ჩემი თანაგუნდელებით! გმადლობთ“, - დაწერა ხემსმა სოციალურ ქსელში.

როდრიგესი გახდა მეორე კოლუმბიელი ისტორიაში, რომელმაც მოიგო კოპა ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო. ადრე მისი თანამემამულეებიდან ამას მხოლოდ ნახევარმცველმა კარლოს ვალდერამამ მიაღწია 1987 წელს.

2024 წლის კოპა ამერიკის ექვს მატჩში, ხამეს როდრიგესმა ერთი ბურთი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11665